საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ-ისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ერთწლიანი ონლაინ-სასერტიფიკატო კურსი „ციფრული ეკონომიკის სამართალი“

    კურსი განკუთვნილია მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისა და პრაქტიკოსებისთვის, რომლებსაც აქვთ წინარე იურიდიული ცოდნა, თავისუფლად ფლობენ ინგლისურ ენას (C1)  და სურთ გაეცნონ ევროპული ინტელექტუალური სამართლის, მონაცემთა დაცვის სამართლისა და მედია სამართლის ფუნდამენტურ მახასიათებლებს, სიღრმისეულად შეისწავლონ ციფრული ეკონომიკის გამოწვევები და სამართლებრივი სტრუქტურა.

     

    აღნიშნული კურსი უფასოა და ხორციელდება ონლაინ პლატფორმების YOUTUBE-ისა და ZOOM-ის საშუალებით.

     

    კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და გახდებიან სერტიფიცირებული ექსპერტები მონაცემთა დაცვის, ციფრული საავტორო უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის სამართალში.

     

    კურს წარუძღვებიან ცნობილი ექსპერტები მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც აქვთ ათწლეულების გამოცდილება მეცნიერებასა და პრაქტიკაში, ამავდროულად მონაწილეობას მიიღებენ მაღალკვალიფიციური მოწვეული ლექტორებიც.

     

    კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 30 სექტემბრამდე შემდეგ ბმულზე:

    https://www.itm.nrw/seminare/zusatzausbildung-law-of-the-digital-economy/.

     

    მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

     

    კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

    https://www.itm.nrw/en/focus-area-itm/  

     

    პროგრამის შესახებ დამატებით იხილეთ ბროშურა

     

    თარიღი: 05/08/2024